„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სისტემაში ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვის ხელშეწყობის ფონდის – „ირმის ნახტომის“ შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 7 ივნისის №463 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე”

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
682
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2005-08-05
გამოქვეყნების თარიღი
2005-08-05
სარეგისტრაციო კოდი
040.030.000.08.002.003
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სისტემაში ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვის ხელშეწყობის ფონდის – „ირმის ნახტომის“ შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 7 ივნისის №463 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე”

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №682

2005 წლის 5 აგვისტო

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის“ – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სისტემაში ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვის ხელშეწყობის ფონდის“ – „ირმის ნახტომის“ შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 7 ივნისის №463 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სისტემაში ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვის ხელშეწყობის ფონდის – „ირმის ნახტომის“ შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 7 ივნისის №463 ბრძანებულებაში (სსმ III, 2005 წ., №69, მუხ. 740) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) ბრძანებულების სახელწოდება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს განათლების სისტემაში ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვის ხელშეწყობის ფონდის – „ირმის ნახტომის“ შექმნის შესახებ“;

ბ) ბრძანებულების პრეამბულიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები: „და მეცნიერების“;

გ) ბრძანებულების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დაფუძნდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს განათლების სისტემაში ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვის ხელშეწყობის ფონდი – „ირმის ნახტომი“ (შემდგომში– ფონდი).“.

მ. სააკაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია