საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №702
2005 წლის 19 აგვისტო
ქ. თბილისი
ა. ალექსიშვილისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ
1. მიენიჭოს საქართველოს ფინანსთა მინისტრს ალექსი ალექსიშვილს უფლებამოსილება, რომ ხელი მოაწეროს შეთანხმებას „საქართველოს მთავრობასა და ჩეხეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 4 აპრილის №188 ბრძანებულება „ვ. ჩეჩელაშვილისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ“.
მ. სააკაშვილი