„საქართველოს დედაქალაქის – ქალაქ თბილისის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 1 მარტის №120 ბრძანებულებით დამტკიცებულ ქ. თბილისის მერიის დებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე”

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
674
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2005-07-29
გამოქვეყნების თარიღი
2005-08-05
სარეგისტრაციო კოდი
010.270.000.08.002.003
„საქართველოს დედაქალაქის – ქალაქ თბილისის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 1 მარტის №120 ბრძანებულებით დამტკიცებულ ქ. თბილისის მერიის დებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე”

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი010.270.000.08.002.003

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №674

2005 წლის 29 ივლისი

ქ. თბილისი

„საქართველოს დედაქალაქის – ქალაქ თბილისის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 1 მარტის №120 ბრძანებულებით დამტკიცებულ ქ. თბილისის მერიის დებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. „საქართველოს დედაქალაქის – ქალაქ თბილისის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 1 მარტის №120 ბრძანებულებით (სსმ III, №25, მუხ. 232) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და დებულების მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 3. ქალაქ თბილისის მერიის სტრუქტურა

ქალაქ თბილისის მერიის სტრუქტურა განისაზღვრება შემდეგი სახით:

ა) აპარატი;

ბ) ადგილობრივი ქონების მართვის საქალაქო სამსახური;

გ) საფინანსო საქალაქო სამსახური;

დ) განათლებისა და კულტურის საქალაქო სამსახური;

ე) ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახური;

ვ) ტრანსპორტის საქალაქო სამსახური;

ზ) ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახური;

თ) ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საქალაქო სამსახური;

ი) კანონიერების დაცვის გენერალური ინსპექცია;

კ) მუნიციპალური შესყიდვების საქალაქო სამსახური;

ლ) სპორტის საქალაქო სამსახური;

მ) ზედამხედველობის საქალაქო სამსახური;

ნ) სამოქალაქო მონაწილეობისა და ინტეგრაციის საქალაქო სამსახური – თბილისის კორპუსი;

ო) კეთილმოწყობის საქალაქო სამსახური;

პ) ხანძარსაწინააღმდეგო საქალაქო სამსახური.“.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან ერთი თვის შემდეგ.

მ. სააკაშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია