,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის შექმნის შესახებ”

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
653
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2005-07-17
გამოქვეყნების თარიღი
2010-06-16
სარეგისტრაციო კოდი
040.030.000.08.002.003
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის შექმნის შესახებ”

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.08.002.003

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №653

2005 წლის 17 ივლისი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის შექმნის შესახებ

საქართველოში მეცნიერების განვითარებისა და დაფინანსების ხელშეწყობის მიზნით, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე:

1. შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი (შემდგომში – ეროვნული სამეცნიერო ფონდი).

2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ (ა. ლომაია):

ა) (ამორებულია);

ბ) განახორციელოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლი;

გ) (ამორებულია).

საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 6 ნოემბრის ბრძანებულება №657-სსმ III, №150, 08.11.2006წ; მუხ.2080

3. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (ი. ჩოგოვაძე) უზრუნველყოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისათვის სათანადო ქონების გადაცემა კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უზრუნველყოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსება საქართველოს 2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით მისთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში.

მ. სააკაშვილი

 

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 6 ნოემბრის ბრძანებულება №657-სსმ III, №150, 08.11.2006წ; მუხ.2080

2.  ძალადაკარგულია-  საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 16 ივნისის

ბრძანებულება №428-სსმ III, №71,18.06.2010წ; მუხ.1030

კრებსითი — სრული ვერსია