,,საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 20 აგვისტოს №341 ბრძანებულებაში დამატებების შეტანის თაობაზე”

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
594
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2005-07-14
გამოქვეყნების თარიღი
2005-07-15
სარეგისტრაციო კოდი
010.210.060.08.002.003
,,საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 20 აგვისტოს №341 ბრძანებულებაში დამატებების შეტანის თაობაზე”

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №594

2005 წლის 14 ივლისი

ქ. თბილისი

 ,,საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 20 აგვისტოს №341 ბრძანებულებაში დამატებების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე ,,საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 20 აგვისტოს №341 ბრძანებულებით (სსმ III, 2004 წ., №90, მუხ. 774) დამტკიცებულ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:

ა) მე-10 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,თ” ქვეპუნქტი:

,,თ) ,,საერთო სასამართლოებში საქმეთა განაწილებისა და უფლებამოსილების სხვა მოსამართლისათვის დაკისრების წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-13 მუხლის საფუძველზე, მოსამართლის მივლინების შემთხვევაში უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება მოსამართლის თანაშემწისა და სხდომის მდივნის შესაბამის სასამართლოში მივლინების შესახებ.”;

ბ) 33-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,მ1” ქვეპუნქტი:

,,მ1) გამოსცემს ბრძანებას მოსამართლის შვებულებისა და მივლინების შესახებ, აგრეთვე შრომისუუნარობის ფურცელზე ყოფნისას მოსამართლის მიმართ სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერებასთან დაკავშირებით.”.

მ. სააკაშვილი

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია