,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სახელმწიფო მატერიალური რეზერვების დეპარტამენტის შექმნის შესახებ”

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
577
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2005-07-06
გამოქვეყნების თარიღი
2005-07-13
სარეგისტრაციო კოდი
040.030.000.08.002.003
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სახელმწიფო მატერიალური რეზერვების დეპარტამენტის შექმნის შესახებ”

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №577

2005 წლის 6 ივლისი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სახელმწიფო მატერიალური რეზერვების დეპარტამენტის შექმნის შესახებ

„საქართველოს სახელმწიფო მატერიალური რეზერვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად:

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს სახელმწიფო მატერიალური რეზერვების დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი).

2. დეპარტამენტი ჩაითვალოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სახელმწიფო მატერიალური რეზერვების დეპარტამენტის უფლებამონაცვლედ.

3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ (ი. მერაბიშვილი):

ა) ერთ თვეში შეიმუშაოს და დაამტკიცოს დეპარტამენტის დებულება და დანიშნოს წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი;

ბ) განახორციელოს დეპარტამენტის სახელმწიფო კონტროლი.

4. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (ი. ჩოგოვაძე) უზრუნველყოს დეპარტამენტისათვის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სახელმწიფო მატერიალური რეზერვების დეპარტამენტის ბალანსზე რიცხული ქონების კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემა.

მ. სააკაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია