საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შავი ზღვის დაცვისა და რესურსების კვლევა-ათვისების სახელმწიფო სააგენტოს ლიკვიდაციის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
547
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2005-06-24
გამოქვეყნების თარიღი
2005-08-24
სარეგისტრაციო კოდი
040.030.000.08.002.003
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შავი ზღვის დაცვისა და რესურსების კვლევა-ათვისების სახელმწიფო სააგენტოს ლიკვიდაციის შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №547

2005 წლის 24 ივნისი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შავი ზღვის დაცვისა და რესურსების კვლევა-ათვისების სახელმწიფო სააგენტოს ლიკვიდაციის შესახებ

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის შესაბამისად:

1. ლიკვიდირებულ იქნეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შავი ზღვის დაცვისა და რესურსების კვლევა-ათვისების სახელმწიფო სააგენტო.

2. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ (გ. პაპუაშვილი) უზრუნველყოს აღნიშნული საჯარო სამართლის იურიდიული პირის ლიკვიდაციასთან დაკავშირებული კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება.

3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შავი ზღვის დაცვისა და რესურსების კვლევა-ათვისების სახელმწიფო სააგენტოს შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 7 ნოემბრის № 459 ბრძანებულება.

4. ამ ბრძანებულების პირველი და მე-3 პუნქტები ამოქმედდეს 2006 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 24 აგვისტოს ბრძანებულება №718 - სსმIII, №99, 25.08.2005წ., მუხ.1114

მ. სააკაშვილი

 

 

კრებსითი — სრული ვერსია