საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №822
2005 წლის 6 ოქტომბერი
ქ. თბილისი
ი. ოქრუაშვილისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ
მიენიჭოს საქართველოს თავდაცვის მინისტრს ირაკლი ოქრუაშვილს უფლებამოსილება, რომ ხელი მოაწეროს „საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტს შორის ბიოლოგიური იარაღის განვითარებასთან დაკავშირებული ტექნოლოგიის, პათოგენებისა და ინფორმაციის გავრცელების თავიდან აცილების სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმების შესწორებას.
მ. სააკაშვილი