„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ახალციხის თოჯინების სახელმწიფო თეატრის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 24 ივნისის №281 ბრძანებულებაში დამატებისა და ცვლილების შეტანის შესახებ”

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
486
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2005-06-18
გამოქვეყნების თარიღი
2005-06-22
სარეგისტრაციო კოდი
040.030.000.08.002.003
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ახალციხის თოჯინების სახელმწიფო თეატრის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 24 ივნისის №281 ბრძანებულებაში დამატებისა და ცვლილების შეტანის შესახებ”

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №486

2005 წლის 18 ივნისი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ახალციხის თოჯინების სახელმწიფო თეატრის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 24 ივნისის №281 ბრძანებულებაში დამატებისა და ცვლილების შეტანის შესახებ

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ახალციხის თოჯინების სახელმწიფო თეატრის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 24 ივნისის №281 ბრძანებულებაში (სსმ III, 2003 წ., №61, მუხ. 537) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატება და ცვლილება:

ა) ბრძანებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:

„5. ცნობად იქნეს მიღებული ახალციხის რაიონის გამგეობის წინადადება და თეატრის დაფინანსება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გათვალისწინებამდე განხორციელდეს ახალციხის რაიონის ადგილობრივი ბიუჯეტიდან.“;

ბ) ბრძანებულებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ახალციხის თოჯინების სახელმწიფო თეატრის დებულების“ მე-6 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;“.

მ. სააკაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია