„საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე”

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
482
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2005-06-14
გამოქვეყნების თარიღი
2005-06-15
სარეგისტრაციო კოდი
010.320.000.08.002.003
„საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე”

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №482

2005 წლის 14 ივნისი

ქ. თბილისი

„საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებით (სსმ III, 23.07.01. №78) დამტკიცებულ საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრში შეტანილ იქნეს ცვლილებები და II2 თავის 74 და 75 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 74. მთავარი საჯარო თანამდებობა

ა) საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსი;

ბ) საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსის მოადგილე;

გ) საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი;

დ) საქართველოს პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსი;

ე) საქართველოს მთავრობის კანცელარიის დეპარტამენტის უფროსი;

ვ) საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი.

    მუხლი 75. წამყვანი საჯარო თანამდებობა

ა) საქართველოს მთავრობის კანცელარიის განყოფილების უფროსი;

ბ) საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწე;

გ) საქართველოს მთავრობის პრესსპიკერი;

დ) საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსის სამდივნოს უფროსი.“.

მ. სააკაშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია