,,საქართველოს პრეზიდენტის ზოგიერთი ბრძანებულების ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ”

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
435
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2005-06-02
გამოქვეყნების თარიღი
2005-06-02
სარეგისტრაციო კოდი
010.340.000.08.002.003
,,საქართველოს პრეზიდენტის ზოგიერთი ბრძანებულების ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ”

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №435

2005 წლის 2 ივნისი

ქ. თბილისი

საქართველოს პრეზიდენტის ზოგიერთი ბრძანებულების ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე და 62-ე მუხლების შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს:

ა) „ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციასთან (ვმო) საქართველოს, როგორც ამ ორგანიზაციის სრულუფლებიანი წევრის, ურთიერთობათა წარმართვის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 26 მარტის №113 ბრძანებულების პირველი პუნქტი და მე-11 პუნქტით დამტკიცებული ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციასთან თანამშრომლობის სამთავრობო კომისიის დებულება;

ბ) „ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის (ვმო) წინაშე საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 16 აპრილის №172 ბრძანებულების მე-2 და მე-4 პუნქტები.

მ. სააკაშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია