,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრ ,,დელტას” შექმნის შესახებ”

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
394
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2005-05-30
გამოქვეყნების თარიღი
2005-06-02
სარეგისტრაციო კოდი
040.030.000.08.002.003
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრ ,,დელტას” შექმნის შესახებ”

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №394

2005 წლის 30 მაისი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული  პირის – სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას” შექმნის შესახებ

ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისა და სახელმწიფო უშიშროების უზრუნველყოფაში სამხედრო დანიშნულების სამეცნიერო-კვლევითი და საცდელ-საკონსტრუქტორო სამუშაოების სპეციფიკურობისა და ქვეყანაში მიმდინარე რეფორმების გათვალისწინებით, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად:

1. საქართველოს პრეზიდენტის გამგებლობაში მყოფ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ და მის შემადგენლობაში მყოფ ავტომატური სისტემების სამეცნიერო-კველვით ინსტიტუტ „სხივის“ ბაზაზე, პროფილის შენარჩუნებით, შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი ,,დელტა“.

2. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრის „დელტას“ საქმიანობის სახელმწიფო კონტროლი განახორციელოს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ (ირ. ოქრუაშვილი).

3. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ (ირ. ოქრუაშვილი) ერთი თვის ვადაში შეიმუშაოს და დაამტკიცოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტას“ დებულება და დანიშნოს წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი.

4. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (ალ. ალექსიშვილი) უზრუნველყოს სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ და მის შემადგენლობაში მყოფ ავტომატური სისტემების სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტ „სხივის“ სარგებლობაში არსებული ქონების, მათ შორის, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული ქონების, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტასათვის“ უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემა.

5. ამ ბრძანებულებით შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისა და სახელმწიფო უშიშროების სფეროში საქმიანობის კოორდინაცია დაევალოს საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივ საუწყებათაშორისო კომისიას.

6. ბრძანებულება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია