საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №322
2005 წლის 11 მაისი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამაშველო-საგამყოლო სამსახურის ლიკვიდაციის შესახებ
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის „ა“ ქვეპუნქტისა და მე-16 მუხლის საფუძველზე:
1. ლიკვიდირებულ იქნეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სამაშველო-საგამყოლო სამსახური.
2. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამაშველო-საგამყოლო სამსახურის ლიკვიდაციის მიზნით, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (ა. ალექსიშვილი) ერთ თვეში უზრუნველყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.
3. 2005 წლის 15 ივნისიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს სამაშველო-საგამყოლო სამსახურის, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 8 აპრილის №141 ბრძანებულება.
მ. სააკაშვილი