საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №319
2005 წლის 7 მაისი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის შექმნის შესახებ
საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 14 ივნისის ბრძანებულება №446 – ვებგვერდი, 14.06.2013წ.
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად:
1. შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი - მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა პროფესიული სახელმწიფო თეატრი (შემდეგში - თეატრი).
საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 14 ივნისის ბრძანებულება №446 – ვებგვერდი, 14.06.2013წ.
2. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ:
ა) უზრუნველყოს თეატრის დებულების დამტკიცება და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნა;
ბ) განახორციელოს თეატრის სახელმწიფო კონტროლი.
საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 14 ივნისის ბრძანებულება №446 – ვებგვერდი, 14.06.2013წ.
3. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (ა. ალექსიშვილი) უზრუნველყოს უძრავ-მოძრავი ქონებისა და შესაბამის შენობა-ნაგებობებზე დამაგრებული მიწის ფართობის ამ ბრძანებულებით შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის გადაცემა კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4. ცნობად იქნეს მიღებული ქალაქ თბილისის მთავრობის წინადადება და თეატრის დაფინანსება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გათვალისწინებამდე განხორციელდეს ქალაქ თბილისის ადგილობრივი ბიუჯეტიდან.
მ. სააკაშვილი
შეტანილი ცვლილებები :
1. საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 14 ივნისის ბრძანებულება №446 – ვებგვერდი, 14.06.2013წ.