საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №359
2005 წლის 19 მაისი
ქ. თბილისი
შ. უტიაშვილისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ
მიენიჭოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორს შოთა უტიაშვილს უფლებამოსილება, რომ გამართოს მოლაპარაკება „საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობებს შორის სამთავრობო კავშირგაბმულობის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმების ტექსტის მიღების მიზნით.
მ. სააკაშვილი