(ძალადაკარგულია - 23.03.2018, №105)
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №321
2005 წლის 7 მაისი
ქ. თბილისი
საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებით დაჯილდოების შესახებ
1. დამტკიცდეს საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებით დაჯილდოების თანდართული წესი და დანართები (დანართი №1, №2 და №3).
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს რესპუბლიკის ორდენებითა და მედლებით დაჯილდოების წესის შესახებ“ საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1993 წლის 18 იანვრის №3 ბრძანებულება.
მ. სააკაშვილი
საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებით დაჯილდოების წესი
მუხლი 1
სამშობლოს დაცვისა და ერთიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობისა და მამაცობის, აგრეთვე ქართული სახელმწიფოს მშენებლობაში განსაკუთრებული პირადი წვლილის აღსანიშნავად დაწესებულია საქართველოს სახელმწიფო ჯილდოები – ორდენები და მედლები.
მუხლი 2
1. გადაწყვეტილებას ორდენებითა და მედლებით დაჯილდოების შესახებ იღებს საქართველოს პრეზიდენტი.
2. საქართველოს მოქალაქეების გარდა, ორდენებითა და მედლებით შეიძლება დაჯილდოვდნენ უცხო ქვეყნების მოქალაქეები და მოქალაქეობის არმქონე პირები, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არის გათვალისწინებული.
მუხლი 3
1. იმ დამსახურებათა ჩამონათვალი, რომ ე ლთათვისაც ხდება დაჯილდოება, აგრეთვე დაჯილდოებისა და ჯილდოების ტარების სპეციალური წესები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
2. საქართველოს სახელმწიფო ჯილდოების აღწერილობას განსაზღვრავს საქართველოს პრეზიდენტი.
საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 15 ივლისის ბრძანებულება №382 – ვებგვერდი, 15.07.2011წ.
მუხლი 4
1. საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებით ჯილდოვდებიან მხოლოდ კონკრეტული დამსახურებისათვის. დაუშვებელია დაჯილდოება მხოლოდ ნამსახური წლების ან საიუბილეო თარიღის გამო.
2. დაჯილდოებული პირები ახალი დამსახურების გამო შეიძლება კვლავ დაჯილდოვდნენ იმავე ან სხვა ორდენებითა და მედლებით, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
3. საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებით დაჯილდოება შეიძლება სიკვდილის შემდეგაც.
მუხლი 5
საქართველოს ორდენებითა და მედლებით დაჯილდოება ხდება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწის ეროვნული უშიშროების საკითხებში - ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის, საქართველოს მინისტრის, საქართველოს სახელმწიფო მინისტრის, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის, ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საბჭოებისა და მთავრობების ხელმძღვანელების, საქართველოს მთავარი პროკურორის, სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის, ქ. თბილისის მერის წარდგინებით.
საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 2 აგვისტოს ბრძანებულება №588-სსმIII, №95, 03.08.2010წ., მუხ.1395
საქართველოს პრეზიდენტის 2015 წლის 26 მარტის ბრძანებულება №98 - ვებგვერდი, 26.03.2015წ.
მუხლი 6
1. პირის საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებით დაჯილდოების თაობაზე, ის დაწესებულება, რომელშიც იგი მუშაობს ან ორგანო, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც იგი ცხოვრობს, შუამდგომლობით მიმართავს წარდგინების უფლებამოსილების მქონე ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებულ თანამდებობის პირს. უცხოეთში მცხოვრებ პირთა დაჯილდოების თაობაზე წარდგინებას საქართველოს პრეზიდენტს უგზავნის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.
2. ამ წესის მე-5 მუხლით განსაზღვრული თანამდებობის პირი ამავე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დაწესებულების/ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე ან საკუთარი ინიციატივით საქართველოს პრეზიდენტს მიმართავს წარდგინებით პირის დაჯილდოების თაობაზე, სადაც აგრეთვე მითითებული უნდა იყოს ჯილდოს გადამცემი პირის ვინაობა. წარდგინებას უნდა ერთოდეს შევსებული დაჯილდოების ფურცელი (დანართი №1).
21. (ამოღებულია – 17.10.2012, №958 );
3. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესაბამისი დეპარტამენტი განიხილავს წარმოდგენილ მასალას და მისი კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის შემთხვევაში, საქართველოს პრეზიდენტს წარუდგენს სახელმწიფო ჯილდოზე წარდგენილი პირის დაჯილდოების თაობაზე შესაბამის წინადადებასა და სამართლებრივი აქტის პროექტს.
4. თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, სახელმწიფო ჯილდოებით დაჯილდოება საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით შესაძლებელია განხორციელდეს ამ ბრძანებულებით დადგენილი მოთხოვნების გაუთვალისწინებლად.
საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 15 ივლისის ბრძანებულება №368-სსმIII, №101, 16.07.2008წ., მუხ.1120
საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 2 აგვისტოს ბრძანებულება №588-სსმIII, №95, 03.08.2010წ., მუხ.1395
საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 5 ივლისის ბრძანებულება №534 – ვებგვერდი, 05.07.2012წ.
საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 17 ოქტომბრის ბრძანებულება №958 - ვებგვერდი, 17.10.2012წ.
მუხლი 7
სახელმწიფო ჯილდოზე წარდგენილი პირის დაჯილდოება ხდება საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით, რომელიც ყველასათვის ხელმისაწვდომია, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 2 აგვისტოს ბრძანებულება №588-სსმIII, №95, 03.08.2010წ., მუხ.1395
მუხლი 8
1. დაჯილდოებულ პირს ჯილდოსა და შესაბამის მოწმობას საზეიმოდ გადასცემს საქართველოს პრეზიდენტი ან მისივე რეზოლუციის საფუძველზე, ამ წესის მე-5 მუხლით განსაზღვრული თანამდებობის პირი ან სხვა ოფიციალური პირი. სიკვდილის შემდეგ დაჯილდოების შემთხვევაში, ჯილდო გადაეცემა დაჯილდოებული პირის ოჯახს.
2. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესაბამისი დეპარტამენტის მიერ დაჯილდოების ცერემონიისათვის ჯილდოს უფლებამოსილი პირისათვის გადაცემის შესახებ ივსება სააღრიცხვო ბარათი (დანართი №2). იმ შემთხვევაში, თუ ჯილდოს გადაცემა არ ხორციელდება უშუალოდ საქართველოს პრეზიდენტის მიერ, დაჯილდოებული პირისათვის ჯილდოს გადაცემის შესახებ დგება ოქმი (დანართი №3), რომელსაც ხელს აწერს ჯილდოს გადამცემი პირი. დაჯილდოების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტის გამოცემიდან ერთ თვეში ჯილდოს გადაცემის ოქმი ეგზავნება საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესაბამის დეპარტამენტს.
მუხლი 8 1
1. დაჯილდოებული პირისათვის ერთდროული ფულადი პრემიის გაცემის მიზნით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) პირის დასაჯილდოებლად წარმდგენი ორგანო/დაჯილდოებული პირი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს უგზავნის:
ა) დაჯილდოებული პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლს;
ბ) დაჯილდოებული პირის მომსახურე ბანკის (ფილიალის) ან პირის დასაჯილდოებლად წარმდგენი ორგანოს მიერ დადასტურებულ ცნობას ბანკის (ფილიალის) რეკვიზიტებისა და პირის ანგარიშის ნომრის მითითებით;
გ) შესაბამისი პირის დაჯილდოების შესახებ სამართლებრივი აქტის ასლს;
დ) სამკვიდრო მოწმობის კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოწმებულ ასლს (პირის სიკვდილის შემდეგ დაჯილდოების შემთხვევაში).
2. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესაბამისი დეპარტამენტი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს უგზავნის დაჯილდოების შესახებ სამართლებრივი აქტის ასლს.
საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 2 აგვისტოს ბრძანებულება №588-სსმIII, №95, 03.08.2010წ., მუხ.1395
საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 2 აგვისტოს ბრძანებულება №588-სსმIII, №95, 03.08.2010წ., მუხ.1395
საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 5 ივლისის ბრძანებულება №534 – ვებგვერდი, 05.07.2012წ.
საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 17 ოქტომბრის ბრძანებულება №958 - ვებგვერდი, 17.10.2012წ.
მუხლი 9
სახელმწიფო ჯილდოებით დაჯილდოებულ პირებს უფლება აქვთ კანონმდებლობით დადგენილი წესების შესაბამისად ატარონ ჯილდოები ან მათი აღმნიშვნელი ნიშნები.
მუხლი 10
1. დაჯილდოებული გარდაცვლილი პირის ან სიკვდილის შემდეგ დაჯილდოებულის მემკვიდრეთა თანხმობით მისი ჯილდო და შესაბამისი დოკუმენტი შეიძლება გადაეცეს სახელმწიფოს ან მუზეუმს.
2. თუ დაჯილდოებულ გარდაცვლილ პირს ან სიკვდილის შემდეგ დაჯილდოებულს არა ჰყავს მემკვიდრე, ჯილდო გადაეცემა ან რჩება სახელმწიფოს.
მუხლი 11
საქართველოს ორდენებისა და მედლების დუბლიკატები საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით გაიცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაჯილდოებულს არ შეეძლო მათი დაკარგვის ან დაზიანების თავიდან აცილება, ხოლო შესაბამისი მოწმობის დუბლიკატი გაიცემა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესაბამისი დეპარტამენტის მიერ, იმავე პირობის არსებობისას.
საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 2 აგვისტოს ბრძანებულება №588-სსმIII, №95, 03.08.2010წ., მუხ.1395
მუხლი 12
საქართველოს სახელმწიფო ჯილდოს ჩამორთმევა შეუძლია მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტს დაჯილდოებულის მიერ ჯილდოს შეურაცხმყოფელი საქციელის ან სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში ჯილდოზე წარმდგენი ორგანოს შუამდგომლობით ან საკუთარი ინიციატივით.
მუხლი 13
საქართველოს სახელმწიფო ჯილდოების მსგავსი სამკერდე ნიშნების დაწესება, დამზადება და სახელმწიფო ჯილდოების ტარება საამისო უფლების არმქონე პირის მიერ, აგრეთვე სახელმწიფო ჯილდოების სხვა სახის შეურაცხყოფა ისჯება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
დანართი №1
დაჯილდოების ფურცელი
1. გვარი, სახელი, მამის სახელი _____________________________________________________
________________________________________________________________________________
2. სამუშაო ადგილი, თანამდებობა __________________________________________________
________________________________________________________________________________
3. დაბადების წელი, თვე, რიცხვი და ადგილი _________________________________________
4. მოქალაქეობა ___________________________________________________________________
5. განათლება _____________________________________________________________________
6. რომელი ორდენით და მედლით იყო დაჯილდოებული და როდის
________________________________________________________________________________
________________________________________________________________________________
________________________________________________________________________________
________________________________________________________________________________
________________________________________________________________________________
7. ბინის მისამართი _________________________________________________________________
________________________________________________________________________________
ტელეფონი ბინის ______________________ სამსახურის _________________________
8. რომელ ჯილდოზეა წარდგენილი _________________________________________________
ის კონკრეტული დამსახურება, რისთვისაც წარდგენილია ჯილდოზე

სახელმწიფო დაწესებულების, ორგანიზაციის
კადრების სამსახური
ბ.ა. _______________________________________________
სახელმწიფო დაწესებულების,
ორგანიზაციის ხელმძღვანელი
_______________________________________________
„______ “______________________ 200 წ.
დანართი №2
საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 12 ივნისის ბრძანებულება №420 - ვებგვერდი, 12 .06 .2013 წ.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაჯილდოების,
მოქალაქეობისა და შეწყალების საკითხთა დეპარტამენტი
დაჯილდოების ცერემონიისათვის სახელმწიფო ჯილდოების გადაცემის შესახებ
|
№ |
განკ. № თარიღი |
ჯილდოს დასახელება |
დაჯილდოებულის სახელი, გვარი |
ვის მიერ არის წარმოდგენილი |
ვის გადაეცა (ორგანიზაცია, გვარი, სახელი,თანამდებობა, ტელეფონის №) |
გადაცემის თარიღი |
მიმღების ხელმოწერა |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
დანართი №3
სახელმწიფო ჯილდოების (ორდენებისა და მედლების) გადაცემის
ო ქ მ ი
---------------------------- „--------“ -------------- 201 წ.
გადაცემის ადგილი გადაცემის თარიღი
მე, __________________________________________________________________________
(თანამდებობა, სახელი და გვარი )
საქართველოს პრეზიდენტის 201 წლის „ -----------“ ------------------------------- № -------------------------- განკარგულებით დაჯილდოებულ ქვემოთ მითითებულ პირ ( ებ ) ს საქართველოს პრეზიდენტის სახელით გადავეცი
________________________________________________________________________________
(ჯილდოს დასახელება)
|
№ |
დაჯილდოებული
პირის
სახელი , გვარი |
სამუშაო ადგილი, თანამდებობა |
|
|
|
|
_____________________________
ჯილდოს გადამცემი პირის ხელმოწერა