საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №303
2005 წლის 3 მაისი
ქ. თბილისი
„შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის №48 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის №48 ბრძანებულებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე III, №6 (13), 1999 წელი, მუხლი 110) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) ამოღებულ იქნეს ბრძანებულების მე-2 და მე-3 პუნქტები;
ბ) ბრძანებულებით დამტკიცებული „შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის“ 42-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„42. საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის რეორგანიზაციის (შერწყმა, შეერთება, გაყოფა, გამოყოფა, გარდაქმნა) შემთხვევაში განცხადება უნდა იქნეს შეტანილი მის უფლებამონაცვლე ორგანიზაციაში, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი.“.
2.(ამოღებულია) .
საქართველოს პრეზიდენტის 200 7 წლის 15 იანვრის ბრძანებულება№34-სსმIII,№6,16 .0 1 .20 07წ., მუხ.44
3. ეს ბრძანებულება ძალაშია გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
მ. სააკაშვილი
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს პრეზიდენტის 200 7 წლის 15 იანვრის ბრძანებულება№34-სსმIII,№6,16 .0 1 .20 07წ., მუხ.44