,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე”

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
283
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2005-05-03
გამოქვეყნების თარიღი
2005-05-03
სარეგისტრაციო კოდი
140.010.000.08.002.003
,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე”

 

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №283

2005 წლის 3 მაისი

ქ. თბილისი

,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ “ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ “ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტისა და 36-ე მუხლის შესაბამისად , ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინის­ტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით (სსმ III, 2004 წ., №152, მუხ. 1389) დამტკიცებული დებულების მე-11 პუნქტის ,,ჟ “ ქვე­პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ჟ) ამტკიცებს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსა­ხურის გავლის წესსა და სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინურ წესდებას. საქართველოს გენერალურ პრო­კუ­რატურასთან შეთანხმებით შეიმუშავებს და ამტკი­ცებს დანაშაულთა ერთიანი აღრიცხვის ინსტრუქციას; “.

მ. სააკაშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია