საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №282
2005 წლის 3 მაისი
ქ. თბილისი
გ. ბეჟუაშვილისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ
მიენიჭოს საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწეს ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს გელა ბეჟუაშვილს უფლებამოსილება, რომ ხელი მოაწეროს ხელშეკრულებას „საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატში პოლიტიკის კვლევის პროექტის შემუშავებისა და დანერგვის შესახებ“.
მ. სააკაშვილი