,,საქართველოს სოციალური ინვესტიციების ფონდის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 16 აგვისტოს №527 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე”

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
158
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2005-03-21
გამოქვეყნების თარიღი
2005-03-23
სარეგისტრაციო კოდი
040.050.000.08.002.003
,,საქართველოს სოციალური ინვესტიციების ფონდის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 16 აგვისტოს №527 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე”

საქართველოს პრეზიდენტის

 ბრძანებულება №158

2005 წლის 21 მარტი

 ქ. თბილისი

„საქართველოს სოციალური ინვესტიციების ფონდის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 16 აგვისტოს №527 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

შეტანილ იქნეს ცვლილება „საქართველოს სოციალური ინვესტიციების ფონდის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 16 აგვისტოს №527 ბრძანებულებაში (საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებისა და განკარგულებების კრებული, 1996 წ., აგვისტო, გვ. 88) და ამ ბრძანებულების მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საქართველოს სოციალური ინვესტიციების ფონდის საქმიანობის კოორდინაციისა და ზედამხედველობის მიზნით შეიქმნას სამეთვალყურეო საბჭო შემდეგი შემადგენლობით:

დავით ამაღლობელი – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე, საბჭოს მდივანი

ალექსი ალექსიშვილი – საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი

ჯამბულ ბაკურაძე – საქართველოს მთავრობის კანცელარიის რეგიონალური პოლიტიკის განხორციელების კოორდინაციისა და განსაკუთრებულ საკითხთა დეპარტამენტის უფროსი – პრემიერ-მინისტრის მრჩეველი

ალექსანდრე ლომაია – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი

ანი ქათამაძე – საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი

ვალერი ჩეჩელაშვილი – საქართველოს ფინანსთა მინისტრი

გიგი წერეთელი – საქართველოს პარლამენტის წევრი

ვლადიმერ ჭიპაშვილი – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი.”.

მ. სააკაშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია