„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს კამერული მუსიკის ცენტრის რეორგანიზაციის შესახებ”

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
142
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2005-03-15
გამოქვეყნების თარიღი
2015-02-02
სარეგისტრაციო კოდი
040.030.000.08.002.003
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს კამერული მუსიკის ცენტრის რეორგანიზაციის შესახებ”

(ძალადაკარგულია - 02.02.2015, №34)

 

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №142

2005 წლის 15 მარტი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს კამერული მუსიკის ცენტრის რეორგანიზაციის შესახებ

1. რეორგანიზებულ იქნენ საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს კამერული მუსიკის ცენტრი, ევგენი მიქელაძის სახელობის სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრი, ნიკო სულხანიშვილის სახელობის სახელმწიფო საგუნდო კაპელა და მათ ბაზაზე ჩამოყალიბდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრი.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს კამერული მუსიკის ცენტრის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად ჩამოყალიბების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 24 სექტემბრის №410 ბრძანებულების მე-2 პუნქტით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს კამერული მუსიკის ცენტრის დებულება.

3. საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრომ (გ. გაბაშვილი):

ა) განახორციელოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლი;

ბ) უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრის დებულების დამტკიცება და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნა.

4. ამ ბრძანებულების მე-2 პუნქტი ძალაში შევიდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრის დებულების ამოქმედებისთანავე.

მ. სააკაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია