,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „საქართველოს განათლების პროექტის საკოორდინაციო ცენტრის“ შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 31 დეკემბრის №547 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე”

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
116
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2005-03-01
გამოქვეყნების თარიღი
2005-03-02
სარეგისტრაციო კოდი
040.030.000.08.002.003
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „საქართველოს განათლების პროექტის საკოორდინაციო ცენტრის“ შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 31 დეკემბრის №547 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე”

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №116

2005 წლის 1 მარტი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „საქართველოს განათლების პროექტის საკოორდინაციო ცენტრის“ შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 31 დეკემბრის №547 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „საქართველოს განათლების პროექტის საკოორდინაციო ცენტრის“ შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 31 დეკემბრის №547 ბრძანებულებაში (სსმ III, 2001 წ., №3, მუხლი 27) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) ბრძანებულების მე-2 პუნქტში სიტყვები: „შენობა (1654 კვ. მ), მდებარე ქ. თბილისში, ივანე ჯავახიშვილის ქ. №60-ში“, შეიცვალოს სიტყვებით: „844 კვ.მ ფართობი, მდებარე ქ. თბილისში, უზნაძის ქ. 52-ში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შენობაში.“ და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საქართველოს განათლების პროექტის საკოორდინაციო ცენტრს უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაეცეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 844 კვ. მ ფართობი, მდებარე ქ. თბილისში, უზნაძის ქ. №52-ში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შენობაში.“;

ბ) ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების პირველი მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ცენტრის იურიდიული მისამართია: საქართველო, ქ. თბილისი, უზნაძის ქ. №52.“.

2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (ალ. ალექსიშვილი) უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – „საქართველოს განათლების პროექტის საკოორდინაციო ცენტრთან“ არსებული უზუფრუქტის ხელშეკრულების გაწყვეტა ივ. ჯავახიშვილის ქ. №60-ში მდებარე შენობასთან დაკავშირებით და ცენტრისათვის უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით კანონით დადგენილი წესით ქ. თბილისში, უზნაძის ქ. №52-ის შენობაში 844 კვ.მ ფართობის გადაცემა.

მ. სააკაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია