საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №115
2005 წლის 1 მარტი
ქ. თბილისი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 10 იანვრის №9 ბრძანებულებაში დამატების შეტანის თაობაზე
1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 10 იანვრის №9 ბრძანებულებას (სსმ III, 2002 წ., №4, მუხლი 31) დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:
„6. საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაეცეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობა, მდებარე ქ. თბილისში, ივანე ჯავახიშვილის ქ. №60-ში.“.
2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (ა. ალექსიშვილი) უზრუნველყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრისათვის ამ ბრძანებულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ქონების გადაცემა.
მ. სააკაშვილი