,,რ. ტურაშვილისა და დ. შატბერაშვილისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ”

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
110
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2005-02-28
გამოქვეყნების თარიღი
2005-02-28
სარეგისტრაციო კოდი
010.340.000.08.002.003
,,რ. ტურაშვილისა და დ. შატბერაშვილისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ”

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №110

2005 წლის 28 თებერვალი

ქ. თბილისი

რ. ტურაშვილისა და დ. შატბერაშვილისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ

მიენიჭოთ საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტის ადმინისტრაციის ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს რამაზ ტურაშვილს და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ტრანსპორტის დეპარტამენტის უფროს სპეციალისტს დავით შატბერაშვილს უფლებამოსილება, რომ გამართონ მოლაპარაკება „საქართველოს მთავრობასა და სომხეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის შესახებ 1997 წლის 3 მაისს ქ. ერევანში ხელმოწერილ შეთანხმებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“ ოქმის ტექსტის მიღების მიზნით.

მ. სააკაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია