,,საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის მიერ საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოყენების შესახებ”

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
94
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2005-02-22
გამოქვეყნების თარიღი
2010-07-15
სარეგისტრაციო კოდი
130.060.000.08.002.003
,,საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის მიერ საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოყენების შესახებ”

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №94

2005 წლის 22 თებერვალი

ქ. თბილისი

საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის მიერ საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოყენების შესახებ

„საქართველოს სახელმწიფო გერბის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად:

1. „საქართველოს სახელმწიფო გერბის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-3 მუხლის პირველ პუნქტში მოცემული აღწერილობის შესაბამისად სახელმწიფო გერბი სრული სახით ფერებში თავსდება:

ა) საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის შენობის ფასადზე;

ბ) საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის სხდომათა დარბაზში;

გ) საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის უფროსის სამუშაო კაბინეტში.

2. მცირე სახელმწიფო გერბი გამოისახება საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის ბეჭდებზე.

3. მცირე სახელმწიფო გერბი ფერებში გამოისახება:

ა) საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის უფროსის ბრძანებებზე;

ბ) საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის ბლანკებზე.

4. „საქართველოს სახელმწიფო გერბის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტში მოცემული აღწერილობის შესაბამისად საქართველოს მცირე სახელმწიფო გერბი ფერებში თავსდება საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის უფროსის პირველი მოადგილისა და მოადგილეების სამუშაო კაბინეტებში.

მ. სააკაშვილი

შეტანილი ცვლილებები:

1.ძალადაკარგულია-საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 15 ივლისის ბრძანებუ-

ლება №509-სსმIII.,№86,15.07.2010წ.,მუხ.1257

კრებსითი — სრული ვერსია