საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №91
2005 წლის 18 თებერვალი
ქ. თბილისი
საქართველოს პრეზიდენტის ზოგიერთი ბრძანებულების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად ძალადაკარგულად გამოცხადდეს:
ა) „საქართველოს სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლების რექტორთა საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 13 სექტემბრის №594 ბრძანებულება;
ბ) „როინ მეტრეველის საქართველოს სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლების რექტორთა საბჭოს თავმჯდომარედ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 3 ნოემბრის №712 ბრძანებულება.
მ. სააკაშვილი