,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცვის პოლიციის რეორგანიზაციის შესახებ”

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
90
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2005-02-18
გამოქვეყნების თარიღი
2005-02-22
სარეგისტრაციო კოდი
040.030.000.08.002.003
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცვის პოლიციის რეორგანიზაციის შესახებ”

 სახემწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.08.002.003

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №90

2005 წლის 18 თებერვალი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცვის პოლიციის რეორგანიზაციის შესახებ

1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დაცვის პოლიცია რეორგანიზებულ იქნეს საჯარო სამართლის იურიდიულ პირად – დაცვის პოლიციის დეპარტამენტად.

2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ (ივ. მერაბიშვილი) უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცება და წარმომადგენლოაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნა.

3. ამ ბრძანებულების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დებულების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად ჩაითვალოს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცვის პოლიციის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 9 ივლისის №261 ბრძანებულების მე-2 პუნქტით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცვის პოლიციის წესდება.

მ. სააკაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია