„საქართველოს პრეზიდენტის ზოგიერთი ბრძანებულების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ”

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
37
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2005-01-21
გამოქვეყნების თარიღი
2005-01-25
სარეგისტრაციო კოდი
010.210.000.08.002.003
„საქართველოს პრეზიდენტის ზოგიერთი ბრძანებულების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ”

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №37

2005 წლის 21 იანვარი

ქ. თბილისი

საქართველოს პრეზიდენტის ზოგიერთი ბრძანებულების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს:

ა) „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის შს მთავარი სამმართველოს, სამმართველოს დაქვემდებარებული დანაყოფების და ავტომაგის-ტრალების საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს თანამშრომელთა მატერიალური უზრუნველყოფისა და სოციალური დაცვის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 30 ივლისის №297 ბრძანებულება;

ბ) „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული ორგანოების თანამშრომელთა მატერიალური უზრუნველყოფისა და სოციალური დაცვის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 21 აგვისტოს №347 ბრძანებულება;

გ) „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალ გ. გულუას სახელობის პოლიციის სპეცდანიშნულების სამმართველოს თანამშრომელთა მატერიალური უზრუნველყოფისა და სოციალური დაცვის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 24 ნოემბრის №532 ბრძანებულება;

დ) „საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 29 ნოემბრის №545 ბრძანებულება.

მ. სააკაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია