საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №14
2005 წლის 14 იანვარი
ქ. თბილისი
„საქართველოს რესპუბლიკის მაშველთა კორპუსის საქართველოს მხედრიონის მებრძოლთა საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ჯილდოებით დაჯილდოების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1994 წლის 23 აგვისტოს №269 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად შეტანილ იქნეს ცვლილება „საქართველოს რესპუბლიკის მაშველთა კორპუსის საქართველოს მხედრიონის მებრძოლთა საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ჯილდოებით დაჯილდოების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1994 წლის 23 აგვისტოს №269 ბრძანებულებაში და ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით დაჯილდოებული „უშანგი ციცქიშვილის“ ნაცვლად მიეთითოს „ელგუჯა ციცქიშვილი“.
მ. სააკაშვილი