საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №6
2005 წლის 11 იანვარი
ქ. თბილისი
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფეხბურთის ფედერაციისათვის ქ. ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩის გასწვრივ არსებული 1 ჰა მიწის ნაკვეთის პირდაპირი წესით განკარგვის შესახებ
1. „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, ქ. ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩის გასწვრივ არსებული 1 ჰა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი პირდაპირი განკარგვის წესით გადაეცეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფეხბურთის ფედერაციას თანამედროვე სპორტული მოედნების მოწყობისათვის.
2. ადგილზე მიწის გამიჯვნა განხორციელდეს „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრებაში ან სარგებლობაში განკარგვის წესის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2000 წლის 10 მაისის №65 ბრძანების მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად.
მ. სააკაშვილი