,,საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
198
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2006-10-25
გამოქვეყნების თარიღი
2006-11-10
სარეგისტრაციო კოდი
00000000.00(0).000.000000
,,საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №198

2006 წლის 25 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დებულების (სსმ III, 2004 წ., №99, მუხლი 849) მე-6 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

2. დადგენილება ამოქმედდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ეკონომიკის კვლევითი ინსტიტუტის ლიკვიდაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების ამოქმედებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი

შეტანილი ცვლილებები:

1. ძალადაკარგულია – საქართველოს მთავრობის 2006 წლის 10 ნოემბრის დადგენილება  №207-სსმ III, №153, 14.11.2006წ; მუხ.2118

 

კრებსითი — სრული ვერსია