„სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში მო­სახ­ლე­ობის ჯან­მრ­თე­ლობის დაზღვევის მიზნით გასატარებელი ღო­ნისძიე­ბე­ბისა და სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსა­ზ­ღ­ვ­რის შე­სა­ხებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
140
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2010-05-18
გამოქვეყნების თარიღი
2010-05-20
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
„სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში მო­სახ­ლე­ობის ჯან­მრ­თე­ლობის დაზღვევის მიზნით გასატარებელი ღო­ნისძიე­ბე­ბისა და სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსა­ზ­ღ­ვ­რის შე­სა­ხებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს მთავრობის

 დადგენილება №140

2010 წლის 18 მაისი

ქ. თბილისი

„სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში მოსახლეობის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებისა და სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1.

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, შეტანილ იქნეს ცვლილება „სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში მოსახლეობის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებისა და სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 დადგენილებაში (სსმ III, 14.12.2009 წ., №152 მუხ.798) და ამ დადგენილებით დამტკიცებული „სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში მოსახლეობის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით სადაზღვევო ვაუჩერის პირობების“ მე-8 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:„

7. კონკურსში გამარჯვებული სადაზღვევო კომპანია/ამხანაგობა ვალდებულია, დადგენილ ვადაში დაასრულოს სამედიცინო რაიონში დაგეგმილი საავადმყოფო. გურჯაანში, თელავსა და ფოთში საავადმყოფოს მშენებლობის დასრულების ვადად განისაზღვროს 2012 წლის 31 მარტი, ხოლო დანარჩენ რაიონებში – 2011 წლის 1 დეკემბერი. საავადმყოფო დასრულებულად ჩაითვლება უწყებათაშორისი კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე. სადაზღვევო კომპანიის/ამხანაგობის მიერ საავადმყოფოს დასრულების შესახებ დოკუმენტების წარდგენის შემდეგ დასკვნის მომზადებამდე გასული პერიოდი არ ჩაითვლება პირობის შეუსრულებლობის საფუძვლად.“.

მუხლი 2.

 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი            ნ. გილაური

 

 

კრებსითი — სრული ვერსია