„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსათვის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე არსებულ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოების ნებართვის გაცემის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
138
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2010-05-11
გამოქვეყნების თარიღი
2010-12-21
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).00.000000
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსათვის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე არსებულ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოების ნებართვის გაცემის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №138

2010 წლის 11 მაისი

ქ. თბილისი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსათვის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე არსებულ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოების ნებართვის გაცემის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ

    მუხლი 1

„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ სა­ქართველოს კანონის მე-5 მუხ­ლის პირველი პუნქტისა და „კულ­ტურული მემ­კვიდრეობის შესახებ“ საქარ­თველოს კანონის 47-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინი­სტ­როს მიენიჭოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ად­მინი­ს­ტრაციულ ტერიტორიაზე არსებულ კულტურული მემკვიდრე­ო­ბის ძეგ­­ლზე (გარდა არქეოლოგიური, საკულტო და საფორტიფიკაციო დანიშ­ნულების ობიექტებისა) სამუშაოების ნებართ­ვის გაცემის, შესრულებული სამუ­შაოე­ბის შუალედური და სა­ბოლოო ანგარიშებისა და სამუშაოთა მიღების, სა­ნებართვო პი­რობების კონტროლისა და ძეგლზე სამუშაოების სა­ნებართვო პირობათა ცვლილებების განხორციელების უფლებამოსილება.

    მუხლი 2

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშა­ო­ე­ბის ნებართვის გა­ცემის საკითხის განხილვის უფლებამოსი­ლება მიენიჭოს აჭარის ავტო­ნო­მიუ­რი რესპუბლიკის განათლე­ბის, კულტურისა და სპორტის სამინისტროში შექ­მნილ მინისტ­რის სათათბირო ორგანოს, რომლის შემადგენლობა მტკიცდება სა­ქარ­თველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროსთან შე­თან­ხმებით.

    მუხლი 3

ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალის­წინებული საქმიანობის ნე­ბარ­თვები, რომელთა გაცემის მიზნით ადმინისტრაციული წარმოება დაწ­ყე­ბულია ამ დადგენილების ძალაში შესვლამდე, გაიცეს საქართველოს კულ­ტუ­რის, ძეგლ­თა დაცვისა და სპორტის სამინისტროს მიერ; შესაბამისად, შეს­რუ­ლე­ბული სამუშაოების შუალედური და საბოლოო ანგარიშებისა და სამუ­შაოთა მიღების, სანებართვო პირობების კონტროლისა და ძეგლზე სამუშაოე­ბის სანებართვო პირობათა ცვლილებები განახორციელოს საქართველოს კულ­ტურის, ძე­გლ­თა დაცვისა და სპორტის სამინისტრომ.

    მუხლი 4

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური

შეტანილი ცვლილებები:

1. ძალადაკარგულია - საქართველოს მთავრობის 2010 წლის 21 დეკებრის დადგენილება №386 - სსმIII, №168, 24.12.2010 წ., მუხ.2402

 

კრებსითი — სრული ვერსია