„საქართველოს მთავრობის კანცელარიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 3 მარტის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
133
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2010-05-11
გამოქვეყნების თარიღი
2010-05-13
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.000.000000
„საქართველოს მთავრობის კანცელარიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 3 მარტის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №133

2010 წლის 11 მაისი

ქ. თბილისი

„საქართველოს მთავრობის კანცელარიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 3 მარტის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართვე­ლოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად შეტანილ იქნეს ცვლილება „საქართველოს მთავრობის კან­ცელარიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 3 მარტის №2 დადგენილებით (სსმ III, 2004 წელი, №31, მუხლი 257) დამტკიცებულ საქართველოს მთავ­რობის კანცელარიის დებულებაში და მე-3 მუხლის პირვე­ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქ­ციით:

 

„1. საქართველოს მთავრობის კანცელარიის სტრუქტუ­რუ­ლი ერთეულებია:

ა) საქართველოს პრემიერ-მინისტრის აპარატი;

ბ) იურიდიული დეპარტამენტი;

გ) საორგანიზაციო დეპარტამენტი;

დ) საკადრო საკითხთა დეპარტამენტი;

ე) ეკონომიკური დეპარტამენტი;

ვ) საქმისწარმოების დეპარტამენტი;

ზ) საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი;

თ) მმართველობისა და ეკონომიკურ საკითხებში მრჩე­ველთა ჯგუფი (სამსახური);

ი) საგარეო ურთიერთობათა საკითხებში მრჩეველთა ჯგუფი (სამსახური);

კ) კერძო სექტორის ხელშეწყობის საკითხებში მრჩე­ველთა ჯგუფი (სამსახური);

ლ) საპარლამენტო მდივნის სამსახური;

მ) შიდა აუდიტის სამსახური.“.

    მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს 2010 წლის 10 მაისი­დან.

პრემიერ-მინისტრი  ნ. გილაური

 

კრებსითი — სრული ვერსია