„რიკოთის საუღელტეხილო საავტომობილო გვირაბით სარგებლობისათვის საფასურის განაკვეთების შესახებ“ საქართველოს საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის 1999 წლის 25 იანვრის №6 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
131
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2010-05-05
გამოქვეყნების თარიღი
2010-05-10
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
„რიკოთის საუღელტეხილო საავტომობილო გვირაბით სარგებლობისათვის საფასურის განაკვეთების შესახებ“ საქართველოს საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის 1999 წლის 25 იანვრის №6 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე“

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №131

2010 წლის 5 მაისი

ქ. თბილისი

„რიკოთის საუღელტეხილო საავტომობილო გვირაბით სარგებლობისათვის საფასურის განაკვეთების შესახებ“ საქართველოს საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის 1999 წლის 25 იანვრის №6 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე

    მუხლი 1

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კა­ნონის მე-12 მუხლის შესაბამისად და „საქართველოს მთავ­რობის სტრუქტურის, უფლება­მო­სილებისა და საქმიანობის წესის შესა­ხებ“ საქართველოს კა­ნონის მე-5 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით ძალადაკარგულად გამოცხადდეს „რი­­კოთის საუღელ­ტეხილო საავტომობილო გვირაბით სარგებ­ლობი­სათვის საფასუ­რის განაკვეთების შესახებ“ საქართველოს სა­ავ­ტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდო­მარის 1999 წლის 25 იანვ­რის №6 ბრძანება.

    მუხლი 2

რიკოთის საუღელტეხილო საავტომობილო გვირა­ბის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, საო­რიენტაციოდ 2012 წლის პირველ ნახევარში, საქართველოს ფი­ნანს­თა სამინისტრომ და საქართველოს რეგიონული განვითა­რებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ წარმოადგინონ წინა­და­დებები რიკოთის საუღელტეხილო საავტომობილო გვირაბით სარგებლობისათვის საფასურის აკრეფის ორგანიზების თაობაზე.

    მუხლი 3

დადგენილება ამოქმედდეს 2010 წლის 1 ივნისიდან.

პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური

 

კრებსითი — სრული ვერსია