,,მ. ანთაძისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ”

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
485
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2005-06-15
გამოქვეყნების თარიღი
2005-06-22
სარეგისტრაციო კოდი
010.340.000.08.002.003
,,მ. ანთაძისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ”

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №485

2005 წლის 15 ივნისი

ქ. თბილისი

მ. ანთაძისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ

მიენიჭოს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს მერაბ ანთაძეს უფლებამოსილება, რომ გამართოს მოლაპარაკება „საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებული რუსეთის სამხედრო ბაზებისა და ამიერკავკასიაში არსებული რუსეთის ჯარების ჯგუფის სხვა სამხედრო ობიექტების დროებითი ფუნქციონირების ვადების, წესისა და გაყვანის შესახებ“ შეთანხმებისა და „საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს ინტერესებისათვის საქართველოს ტერიტორიის გავლით ტრანზიტის ორგანიზების შესახებ“ შეთანხმების ტექსტების მიღების მიზნით.

მ. სააკაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია