საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №639
2005 წლის 15 ივლისი
ქ. თბილისი
გ. ღუღუნიშვილისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ
მიენიჭოს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს გიორგი ღუღუნიშვილს უფლებამოსილება, რომ გამართოს მოლაპარაკება „საქართველოს მთავრობასა და უკრაინის მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ“ შეთანხმების ტექსტის მიღების მიზნით.
მ. სააკაშვილი