„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
1392
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
1998-05-15
გამოქვეყნების თარიღი
1998-05-30
სარეგისტრაციო კოდი
010.300.000.05.001.000.358
„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

I. „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს 1997 წლის 12 ივნისის კანონში (პარლამენტის უწყებანი, №33, 31 ივლისი, 1997) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები და ცვლილებები:

1. მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 და მე-6 პუნქტები:

„5. ადგილობრივი მმართველობის ორგანო არ მიიღებს გაფრთხილებას, თუ:

ა) გაფრთხილება არ აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნულ მოთხოვნებს;

ბ) შეკრება ან მანიფესტაცია ჩატარების ფორმის, დროისა და ადგილის მიხედვით ემთხვევა სხვა შეკრებას, მანიფესტაციას, რომლის შესახებ გაფრთხილება უფრო ადრე იქნა წარდგენილი, ანდა სხვა მასობრივ აქციას;

გ) შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება არსებით საფრთხეს შეუქმნის საზოგადოებრივ უშიშროებასა და წესრიგს, სხვა ადამიანების კონსტიტუციურ უფლებებს და თავისუფლებებს.

6. ადგილობრივი მმართველობის ორგანო ამ მუხლის მე-5 პუნქტში მითითებულ გადაწყვეტილებას იღებს გაფრთხილების შეტანიდან ორი დღის ვადაში. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.“.

2. მე-8 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტები შესაბამისად ჩაითვალოს მე-7 და მე-8 პუნქტებად.

3. მე-10 მუხლიდან ამოღებულ იქნეს პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, ხოლო „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები შესაბამისად ჩაითვალოს „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებად.

4. მე-11 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. ხელისუფლება უფლებამოსილია შეწყვიტოს შეკრება ან მანიფესტაცია, რომელიც კანონის მოთხოვნათა დარღვევით იმართება.“.

II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი    

ედუარდ შევარდნაძე

თბილისი,

1998 წლის 15 მაისი

№1392-IIს

 

კრებსითი — სრული ვერსია