,,სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებაში დამატებების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
46
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2007-03-07
გამოქვეყნების თარიღი
2007-03-14
სარეგისტრაციო კოდი
280.120.000.10.003.000.687
,,სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებაში დამატებების შეტანის თაობაზე“

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №46

2007 წლის 7 მარტი

ქ. თბილისი

,,სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებაში დამატებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებით (სსმ III, 2006 წ., №101, მუხლი 1375) დამტკიცებულ „სოციალური დახმარების პროგრამის განხორციელების ძირითადი პრინციპები, სოციალური დახმარების ოდენობის გაანგარიშების, ღონისძიებათა დაფინანსებისა და ანგარიშსწორების წესში“ შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:

1. 82 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-2 პუნქტი:

„2. მარტოხელა პენსიონერი – პენსიონერი (ასაკით ან ინვალიდობით), რომელსაც გააჩნია მუდმივი საცხოვრებელი ადგილი და არ ჰყავს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე, 1218-ე, 1223-ე, 1224-ე, 1225-ე, 1226-ე, 1227-ე, 1228-ე და 1229-ე მუხლებით გათვალისწინებული მარჩენალი, აგრეთვე პენსიონერი (ასაკით ან ინვალიდობით), რომელიც სხვადასხვა მიზეზთა გამო დარჩა უბინაოდ, არ გააჩნია საკუთარი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, ცხოვრობს დამოუკიდებელ ოჯახთან, მაგრამ მათთან ერთად არ ეწევა შინასამეურნეო საქმიანობას და არ დგინდება რჩენის ფაქტი ამ ოჯახის მხრიდან.“.

2. მე-12 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 121 მუხლი:

„მუხლი 121. საოჯახო დახმარების ადმინისტრირებასთან დაკავშირებულ ვალდებულებათა უზრუნ-ველყოფა

1. სააგენტო სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში უზრუნველყოფს 2006 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ იმ ვალდებულებათა დაფარვას (გაცემას), რომლებიც დაკავშირებულია უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახებისათვის სოციალური დახმარების გაცემასთან.

2. სააგენტომ აგრეთვე უზრუნველყოს საარსებო შემწეობის დაქვითვა იმ ოჯახებისათვის, რომელთაც 2006 წლის განმავლობაში საარსებო შემწეობასთან ერთად მიღებული აქვთ საოჯახო დახმარება.“.

    მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი

კრებსითი — სრული ვერსია