,,საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელი­სუფლების ორგანოების, საჯარო სამართლის იურიდიული პირე­ბის, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი სხვა ორგანი­ზა­ციე­ბის, აგრეთვე საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ბა­ლანს­ზე რიცხული ამორტიზებული ან გამოუყენებელი ძირითადი აქტივების ჩამოწერისა და მის შედეგად მიღებული ქონების გან­კარგვის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 22 მარტის №82 დადგენილებაში ცვლილების შეტანი

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
125
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2010-04-24
გამოქვეყნების თარიღი
2010-04-28
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).00.000000
,,საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელი­სუფლების ორგანოების, საჯარო სამართლის იურიდიული პირე­ბის, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი სხვა ორგანი­ზა­ციე­ბის, აგრეთვე საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ბა­ლანს­ზე რიცხული ამორტიზებული ან გამოუყენებელი ძირითადი აქტივების ჩამოწერისა და მის შედეგად მიღებული ქონების გან­კარგვის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 22 მარტის №82 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №125

2010 წლის 24 აპრილი

ქ. თბილისი

„საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების ორგანოების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი სხვა ორგანიზაციების, აგრეთვე საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან გამოუყენებელი ძირითადი აქტივების ჩამოწერისა და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის  2010 წლის 22 მარტის №82 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

    მუხლი 1.

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად შეტანილ იქნეს ცვლილება „საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების ორგანოების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი სხვა ორგანიზაციების, აგრეთვე საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან გამოუყენებელი ძირითადი აქტივების ჩამოწერისა და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 22 მარტის №82 დადგენილებით (სსმ III, 2010 წელი, №32, მუხლი 474) დამტკიცებულ დებულებაში და მე-3 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„4. ამორტიზებული ან გამოუყენებელი ძირითადი აქტივების – უძრავი ქონების ჩამოწერის საკითხს განიხილავს ჩამოწერის კომისია საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წარმომადგენლების მონაწილეობით. ანალოგიური კომისიები იქმნება საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში შესაბამისი წარმომადგენლების მონაწილეობით.“.

    მუხლი 2.

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი   ნ. გილაური

 

კრებსითი — სრული ვერსია