სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.320.010.22.036.012.757
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა
მინისტრის ბრძანება №1
2009 წლის 9 თებერვალი
ქ. თბილისი
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს აპარატისა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2009 წლის 30 ივლისის ბრძანება №410 - სსმ III, №95, 31.07.2009 წ., მუხ.1013
,,საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლისა და ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და საქვეუწყებო დაწესებულების – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები №1 და №2 დანართების შესაბამისად.
2. ამ ბრძანებით განსაზღვრულ კატეგორიებს სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სამსახურის საჯარო მოსამსახურეებს ანიჭებს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი ან თავისი კომპეტენციის ფარგლებში სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელი შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
3. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2009 წლის 7 თებერვლიდან.
დ. შაშკინი
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2009 წლის 30 ივლისის ბრძანება №410 - სსმ III, №95, 31.07.2009 წ., მუხ.1013
2. ძალადაკარგულია - საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2010 წლის 16 აპრილის ბრძანება №59 - სსმ III, №43, 19.04.2010 წ., მუხ.639
დანართი №1
| სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს აპარატის თანამდებობრივი სარგოები | |
| საშტატო ერთეული | თანამდებობრივი სარგო |
| დეპარტამენტის უფროსი | 2130 |
| გენერალური ინსპექციის უფროსი | 2130 |
| გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილე | 2070 |
| სამმართველოს უფროსი | 1660 |
| პრესცენტრის უფროსი | 1660 |
| მინისტრის მრჩეველი | 950 |
| მინისტრის თანაშემწე | 950 |
| მინისტრის პირველი მოადგილის თანაშემწე | 950 |
| მინისტრის მოადგილის თანაშემწე | 950 |
| მრჩეველი | 950 |
| მრჩეველი (თარჯიმანი) | 950 |
| გამომძიებელი | 770 |
| სპეციალისტი | 710 |
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2009 წლის 30 ივლისის ბრძანება №410 - სსმ III, №95, 31.07.2009 წ., მუხ.1013
დანართი №2
სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები
| № | საშტატო ერთეული | კატეგორიები | თანამდებობრივი სარგოს ყოველთვიური ოდენობა | |
| 1 | სამსახურის უფროსი | I II III | 2,500 2,300 2,100 | |
| 2 | სამსახურის უფროსის მოადგილე | I II III | 2000 1900 1800 | |
| 3 | სამმართველოს უფროსი | I II III | 960 950 930 | |
| 4 | სამსახურის უფროსის თანაშემწე | I II III | 670 650 630 | |
| 5 | მთავარი სპეციალისტი | I II III | 700 680 650 | |
| 6 | უფროსი სპეციალისტი | I II III | 610 600 580 | |
| პრობაციის ბიუროები | ||||
| 1 | ბიუროს უფროსი | I II III | 760 740 720 | |
| 2 | ბიუროს უფროსის მოადგილე | I II | 700 680 | |
| 3 | ოფიცერი | I II III | 580 540 500 | |
| 4 | სპეციალისტი | I II III | 560 540 520 | |
| 5 | დამხმარე მოსამსახურე | I II III | 500 480 460 | |