სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.340.000.22.027.013.142
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №102
2009 წლის 29 მაისი
ქ. თბილისი
500 000 ლარზე მეტი ღირებულების დავის საგნის ან/და ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით განსაკუთრებული სირთულის მქონე საქმეებთან დაკავშირებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროსათვის მიმართვის, საქმის მასალების მოძრაობისა და წარმომადგენლის დანიშვნის წესის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 7 აპრილის ბრძანება №46 - ვებგვერდი, 07.04.2011 წ.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 94-ე მუხლის მე-4 ნაწილისა და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-15 მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს 500 000 ლარზე მეტი ღირებულების დავის საგნის ან/და ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით განსაკუთრებული სირთულის მქონე საქმეებთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტროსათვის მიმართვის, საქმის მასალების მოძრაობისა და წარმომადგენლის დანიშვნის წესი.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 7 აპრილის ბრძანება №46 - ვებგვერდი, 07.04.2011 წ.
2. საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებმა „საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2011 წლის 22 მარტის №4463-Iს კანონის ამოქმედებიდან 10 დღის ვადაში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიაწოდონ ინფორმაცია 500 000 ლარზე მეტი ღირებულების დავის საგნის ან/და ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით განსაკუთრებული სირთულის მქონე, სასამართლოს წარმოებაში არსებული ყველა საქმის თაობაზე.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 7 აპრილის ბრძანება №46 - ვებგვერდი, 07.04.2011 წ.
3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ზ. ადეიშვილი
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 20 იანვრის ბრძანება №16 - ვებგვერდი, 20.01.2011 წ.
2. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 7 აპრილის ბრძანება №46 - ვებგვერდი, 07.04.2011 წ.
500 000 ლარზე მეტი ღირებულების დავის საგნის ან/და ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით განსაკუთრებული სირთულის მქონე საქმეებზე საქართველოს იუსტიციის სამინისტროსათვის მიმართვის, საქმის მასალების მოძრაობისა და წარმომადგენლის დანიშვნის წესი
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 7 აპრილის ბრძანება №46 - ვებგვერდი, 07.04.2011 წ.
მუხლი 1. წესის რეგულირების სფერო
ეს წესი განსაზღვრავს 500 000 ლარზე მეტი ღირებულების დავის საგნის ან/და ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით განსაკუთრებული სირთულის მქონე სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე (გარდა საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობიდან გამომდინარე დავისა) აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების მიერ საქართველოს იუსტიციის სამინისტროსათვის (შემდგომში – იუსტიციის სამინისტრო) მიმართვის, საქმის მასალების მოძრაობისა და წარმომადგენლის დანიშვნის პროცედურას და ვადებს.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 20 იანვრის ბრძანება №16 - ვებგვერდი, 20.01.2011 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 7 აპრილის ბრძანება №46 - ვებგვერდი, 07.04.2011 წ.
მუხლი 2. იუსტიციის სამინისტროსათვის მიმართვა
1. 500 000 ლარზე მეტი ღირებულების დავის საგნის ან/და ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით განსაკუთრებული სირთულის მქონე საქმის მონაწილე აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულება ვალდებულია სასამართლო დავის არსებობის შესახებ ინფორმაციის მიღებიდან 2 დღის ვადაში წერილობით მიმართოს იუსტიციის სამინისტროს და მიაწოდოს საქმესთან დაკავშირებით მის ხელთ არსებული სრულყოფილი დოკუმენტაცია.
2. აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისმა დაწესებულებებმა ორი დღის ვადაში უნდა უზრუნველყონ სასამართლო დავის მიმდინარეობის პროცესში განსახილველ საქმესთან დაკავშირებით სასამართლოდან დამატებით მიღებული საქმის მასალებისა და ინფორმაციის მიწოდება იუსტიციის სამინისტროსთვის.
3. იუსტიციის სამინისტროსათვის გაგზავნილ მიმართვაში უნდა აღინიშნოს:
ა) საქმის დასახელება;
ბ) მხარეთა ვინაობა (სასამართლო პროცესში მონაწილის სტატუსის მითითებით);
გ) საქმის განმხილველი სასამართლოს დასახელება;
დ) სასამართლო სხდომის თარიღი (ამ ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში).
4. მიმართვას თან უნდა დაერთოს საქმის მასალები (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
5. აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებაში საქმის მასალების არარსებობის შემთხვევაში, იუსტიციის სამინისტროსათვის გაგზავნილ მიმართვაში უნდა ჩამოყალიბდეს დავის არსის მოკლე მიმოხილვა იმ ინფორმაციის მიხედვით, რომელსაც ეს დაწესებულება ფლობს.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 7 აპრილის ბრძანება №46 - ვებგვერდი, 07.04.2011 წ.
მუხლი 3. იუსტიციის სამინისტროს მიერ საქმის მასალების გაცნობა და გადაწყვეტილების მიღება
1. აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი დაწესებულების მიერ მიმართვის წარმოდგენიდან 3 დღის ვადაში ამ წესის პირველ მუხლში მითითებული კატეგორიის საქმეებში იუსტიციის სამინისტროს ჩართვის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი (შემდგომში – იუსტიციის მინისტრი) ან მის მიერ უფლებამოსილი მინისტრის მოადგილე, რის თაობაზეც წერილობით აცნობებს აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის დაწესებულებას და მოითხოვს სამოქალაქო ან/და ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში ამ დაწესებულების წარმომადგენლად იუსტიციის სამინისტროს თანამდებობის პირის ან სახელმწიფო მოსამსახურის დანიშვნას.
2. 500 000 ლარზე მეტი ღირებულების დავის საგნის ან/და ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით განსაკუთრებული სირთულის მქონე საქმეში იუსტიციის სამინისტროს ჩართვაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, იუსტიციის მინისტრი (მინისტრის მოადგილე) უფლებამოსილია შემდგომში, საქმის წარმოების ნებისმიერ სტადიაზე მიიღოს გადაწყვეტილება ამავე საქმეში ჩართვის თაობაზე და მოითხოვოს აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულების წარმომადგენლად იუსტიციის სამინისტროს თანამდებობის პირის ან სახელმწიფო მოსამსახურის დანიშვნა.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 7 აპრილის ბრძანება №46 - ვებგვერდი, 07.04.2011 წ.
მუხლი 4. სამოქალაქო ან/და ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მინიჭება
1. 500 000 ლარზე მეტი ღირებულების დავის საგნის ან/და ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით განსაკუთრებული სირთულის მქონე საქმეში იუსტიციის სამინისტროს ჩართვის თაობაზე იუსტიციის მინისტრის (მინისტრის მოადგილის) მიერ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელი უზრუნველყოფს იუსტიციის სამინისტროს თანამდებობის პირის ან სახელმწიფო მოსამსახურისათვის საქმეზე წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მინიჭებას.
2. აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელი, იუსტიციის სამინისტროს თანხმობით, უფლებამოსილია იმავე საქმეზე წარმომადგენლობის უფლებამოსილება მიანიჭოს იმ თანამდებობის პირს ან სახელმწიფო მოსამსახურეს, რომელიც ამ დაწესებულებაში მსახურობს.
3. აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ იუსტიციის სამინისტროს თანამდებობის პირის ან სახელმწიფო მოსამსახურისათვის საქმეზე წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მინიჭების შემდგომ, იუსტიციის მინისტრი (მინისტრის მოადგილე) უფლებამოსილია საქმისწარმოების ნებისმიერ სტადიაზე მოსთხოვოს აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის დაწესებულებას იუსტიციის სამინისტროს თანამდებობის პირის ან სახელმწიფო მოსამსახურისათვის მინიჭებული წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გაუქმება.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 7 აპრილის ბრძანება №46 - ვებგვერდი, 07.04.2011 წ.
მუხლი 5. სასარჩელო განცხადების წარდგენა
500 000 ლარზე მეტი ღირებულების დავის საგნის ან/და ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით განსაკუთრებული სირთულის მქონე საქმესთან დაკავშირებით სასამართლოში სასარჩელო განცხადების წარდგენამდე აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულება ვალდებულია აცნობოს აღნიშნულის თაობაზე იუსტიციის სამინისტროს. იმ შემთხვევაში, თუ იუსტიციის მინისტრი (მინისტრის მოადგილე) მიზანშეწონილად მიიჩნევს საქმეში იუსტიციის სამინისტროს ჩართვას, იუსტიციის სამინისტროსა და აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი დაწესებულება ამზადებენ ერთობლივ სასარჩელო განცხადებას.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 7 აპრილის ბრძანება №46 - ვებგვერდი, 07.04.2011 წ.
მუხლი 6. ურთიერთშეთანხმება და კოორდინაცია
1. იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი მოთხოვნის არსებობისას, აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულება ვალდებულია 2 დღის ვადაში მიაწოდოს იუსტიციის სამინისტროს მის ხელთ არსებული ნებისმიერი შინაარსის დოკუმენტი და სხვა მასალები, რომლებსაც კავშირი აქვთ სასამართლოში განსახილველ საქმესთან.
2. იუსტიციის სამინისტროს თანხმობით აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი დაწესებულების თანამდებობის პირის ან სახელმწიფო მოსამსახურის სასამართლო პროცესში მონაწილეობის შემთხვევაში, იუსტიციის სამინისტროსა და შესაბამისი დაწესებულების მოსამსახურეები ვალდებულნი არიან სამართალწარმოების პროცესში განსახორციელებელ ქმედებებთან დაკავშირებით იმოქმედონ წინასწარი შეთანხმებით და კოორდინირებულად.
3. იუსტიციის მინისტრის (მინისტრის მოადგილის) მიერ ამ ბრძანებით დადგენილი წესით 500 000 ლარზე მეტი ღირებულების დავის საგნის ან/და ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით განსაკუთრებული სირთულის მქონე საქმეში იუსტიციის სამინისტროს ჩართვაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულება ვალდებულია სასამართლოს თითოეულ ინსტანციაში საქმის განხილვის დასრულებისთანავე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიაწოდოს ინფორმაცია ასეთი კატეგორიის საქმეებთან დაკავშირებით გამოტანილი გადაწყვეტილების თაობაზე.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 7 აპრილის ბრძანება №46 - ვებგვერდი, 07.04.2011 წ.