სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 100.080.000.22.027.010.252
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება № 113
2007 წლის 25 აპრილი
ქ. თბილისი
„ არასრულწლოვანთა აღმზრდელობითი დაწესებულების შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 1999 წლის 28 დეკემბრის № 358 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე
ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 1999 წლის 28 დეკემბრის № 358 ბრძანებით (სსმ III, 1999წ., № 71(78), მუხ.1088) დამტკიცებულ „ არასრულწლოვანთა აღმზრდელობითი დაწესებულების შინაგანაწესის” მე- 19 მუხლს დაემატოს შემდეგი სახის 11 პუნქტი:
„11. მსჯავრდებულისათვის გადასაცემ ამანათს, ბანდეროლს, გზავნილს საპყრობილე იღებს მხოლოდ სრულწლოვანი ფიზიკური პირისაგან ან ფოსტით.“.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
გ. ქავთარაძე