,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს შექმნის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 20 იანვრის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
117
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2005-07-21
გამოქვეყნების თარიღი
2005-07-22
სარეგისტრაციო კოდი
010.240.030.10.003.000.251
,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს შექმნის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 20 იანვრის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №117

2005 წლის 21 ივლისი

ქ. თბილისი

,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 20 იანვრის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 146-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტისა და 153-ე ნაწილის შესაბამისად, ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე, ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 20 იანვრის №4 დადგენილების პირველ პუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილება და იგი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. შეიქმნას საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო შემდეგი შემადგენლობით:

ალექსი ალექსიშვილი – საქართველოს ფინანსთა მინისტრი, საბჭოს თავმჯდომარე

კობა აბულაძე – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საგადასახადო დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე

გრიგოლ გობეჯიშვილი – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე

ლაშა გოცირიძე – საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე, საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე

კახა დამენია – საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე

კონსტანტინე კორკელია – საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე

ვაჟა პეტრიაშვილი – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საგადასახადო დეპარტამენტის თავმჯდომარე

ირაკლი სირაძე –           საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი, საბჭოს მდივანი

ვახტანგ ჯორბენაძე – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი.“.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი          ზ. ნოღაიდელი

კრებსითი — სრული ვერსია