„საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
3537
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2010-07-21
გამოქვეყნების თარიღი
2010-08-05
სარეგისტრაციო კოდი
040.000.000.05.001.004.166
„საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონი

საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №31, 24 ივლისი, 1997, გვ. 1) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:

1. 25-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3.   ზოგიერთი საქმიანობა, რომელთა ჩამონათვალსაც განსაზღვრავს კანონი, იურიდიულ პირს შეუძლია განახორციელოს მხოლოდ სპეციალური ლიცენზიის/ნებართვის ან ავტორიზაციის გავლის საფუძველზე. აღნიშნული საქმიანობის განხორციელების უფლება იურიდიულ პირს წარმოეშობა ლიცენზიის/ნებართვის მიღების ან ავტორიზაციის გავლის მომენტიდან.“.

2. 885-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 ნაწილი:

„11. ბენეფიციარის მიერ გარანტორისათვის ფულადი თანხის გადახდის შესახებ მოთხოვნის წერილობითი ფორმით წარდგენა საჭირო არ არის, თუ ბენეფიციარსა და გარანტორს შორის არსებობს შეთანხმება ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის გამოყენებით ფულადი თანხის გადახდის შესახებ მოთხოვნის მიღების თაობაზე.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2010 წლის 1 სექტემბრიდან.

საქართველოს პრეზიდენტი                                              მ. სააკაშვილი

თბილისი,

2010 წლის 21 ივლისი.

№3537–რს

 

 

კრებსითი — სრული ვერსია