„სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
3555
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2010-07-21
გამოქვეყნების თარიღი
2010-08-04
სარეგისტრაციო კოდი
200.010.000.05.001.004.143
„სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონი

„სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების   შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №18, 28.06.2001, მუხ. 58) მე-5 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი“ ქვეპუნქტი:

„ი) მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის შესრულების შემოწმებაზე, თუ ის ხორციელდება შერჩევითი კონტროლით, კალენდარული წლის განმავლობაში ერთხელ.“. 

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2010 წლის 1 დეკემბრიდან.

საქართველოს პრეზიდენტი                                       მ. სააკაშვილი

თბილისი,

2010 წლის 21 ივლისი.

№3555–რს

 

 

კრებსითი — სრული ვერსია