„საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში დამატებების შეტანის შესახებ“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
3521
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2010-07-21
გამოქვეყნების თარიღი
2010-08-04
სარეგისტრაციო კოდი
090.000.000.05.001.004.141
„საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში დამატებების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონი

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში დამატებების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (პარლამენტის უწყებანი, №13-14, 8.04.1998, გვ. 31) 28-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 32 და 33 ნაწილები:

„32. ამ მუხლის 31 ნაწილით განსაზღვრული გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში პროკურორი უფლებამოსილია არასრულწლოვანთან გააფორმოს ხელშეკრულება განრიდების ან მედიაციის შესახებ, რომლის პირობები განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.

33. თუ არასრულწლოვანი არაჯეროვნად ასრულებს ამ მუხლის 32 ნაწილით გათვალისწინებული, მასთან გაფორმებული განრიდების ან მედიაციის შესახებ ხელშეკრულებით დაკისრებულ ვალდებულებას, პროკურორი უფლებამოსილია დასაბუთებული დადგენილებით გააუქმოს გადაწყვეტილება სისხლისსამართლებრივი დევნის არდაწყების ან უკვე დაწყებული სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ და ახალი დასაბუთებული დადგენილებით დაიწყოს ან განაახლოს სისხლისსამართლებრივი დევნა.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი                                       მ. სააკაშვილი

თბილისი,

2010 წლის 21 ივლისი.

№3521–რს

 

 

კრებსითი — სრული ვერსია