„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
3394
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2010-07-13
გამოქვეყნების თარიღი
2010-07-21
სარეგისტრაციო კოდი
120.260.020.05.001.004.124
„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონი

„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“               საქართველოს კანონში დამატებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე

 მუხლი 1. „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №41, 8.10.1997, გვ. 16) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატება და ცვლილება:

1. 38-ე მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ.ბ.დ“ ქვეპუნქტი:

„ბ.ბ.დ) ლეიტენანტის სამხედრო წოდების მისანიჭებელი კურსი, რომლის გავლის საკითხები რეგულირდება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით, და აქვს სრული ზოგადი, საშუალო პროფესიული ან/და უმაღლესი განათლება.“.

2. 46-ე მუხლის მე-10 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

 მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი                                           მ. სააკაშვილი

თბილისი,

2010 წლის 13 ივლისი.

№3394–რს

 

კრებსითი — სრული ვერსია