,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
3361
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2010-07-06
გამოქვეყნების თარიღი
2010-07-21
სარეგისტრაციო კოდი
020.000.000.05.001.004.123
,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონი

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების            შეტანის შესახებ

 მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. 2221 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 2221. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ორგანოები

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შესაბამის ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში აქვთ ამ კოდექსის 185-ე, 1851, 1852 და 186-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლება.“.

2. 239-ე მუხლის 55-ე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„55. ამ კოდექსის 185-ე, 1851, 1852 და 186-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი ორგანოები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი                                         მ. სააკაშვილი

თბილისი,

2010 წლის 6 ივლისი.

№3361–რს

 

კრებსითი — სრული ვერსია