„ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
3293
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2010-07-02
გამოქვეყნების თარიღი
2010-07-14
სარეგისტრაციო კოდი
300.010.000.05.001.004.086
„ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №45, 21.12.2009, მუხ. 320) 27-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 და მე-4 პუნქტები:

„3. სტატისტიკური სამუშაოების პროგრამის ფარგლების გარეთ დადგენილი სტატისტიკური მონაცემების საქსტატის მიერ გავრცელება შეიძლება ფასიანი იყოს. ამ პუნქტით გათვალისწინებული სტატისტიკური მონაცემების სახეობებსა და ფასებს განსაზღვრავს საქსტატის საბჭო აღმასრულებელი დირექტორის წარდგინების საფუძველზე.

4. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად მიღებული შემოსავლები გამოიყენება საქსტატის საქმიანობის უზრუნველსაყოფად.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი  მ. სააკაშვილი

თბილისი,

2010 წლის 2 ივლისი.

№3293–რს

კრებსითი — სრული ვერსია